
მეორე სთვლისაება 1:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესო ნავეს ძე, შენ წინაშე რომ დგას, შევა იქ. ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის.
მეორე სთვლისაება 1:38 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:38 კონტექსტში
1:36გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.
1:37მეც განმირისხდა უფალი თქვენ გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.
1:38იესო ნავეს ძე, შენ წინაშე რომ დგას, შევა იქ. ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის.
1:39თქვენი ჩვილი ბავშვები, რომლებზეც ამბობთ, დატაცებული იქნებიანო, და თქვენი შვილები, რომელთაც არ უწყიან დღეს ავი და კარგი, შევლენ იქ. მათ ვაძლევ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
1:40თქვენ კი გაბრუნდით და იარეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:38
- მეორე სთვლისაება 3:28უბრძანე იესოს და გაამხნევე, განამტკიცე იგი, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს, ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც უყურებ.
- მეორე სთვლისაება 31:7დაიბარა მოსემ იესო და უთხრა მთელი ისრაელის თვალწინ: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას, შენ უნდა დაუნაწილო მათ სამკვიდროები.
- მეორე სთვლისაება 31:8თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.
- რიცხვთა 14:30ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.
- რიცხვთა 13:16გადის შტოდან - გეუელ მაქის ძე.
- იგავესნი 22:29თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.
- რიცხვთა 27:18უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.
- რიცხვთა 27:23დაასხა მას ხელთ და დამოძღვრა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში