
მეორე სთვლისაება 1:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც განმირისხდა უფალი თქვენ გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.
მეორე სთვლისაება 1:37 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:37 კონტექსტში
1:35ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,
1:36გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.
1:37მეც განმირისხდა უფალი თქვენ გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.
1:38იესო ნავეს ძე, შენ წინაშე რომ დგას, შევა იქ. ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის.
1:39თქვენი ჩვილი ბავშვები, რომლებზეც ამბობთ, დატაცებული იქნებიანო, და თქვენი შვილები, რომელთაც არ უწყიან დღეს ავი და კარგი, შევლენ იქ. მათ ვაძლევ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:37
- მეორე სთვლისაება 4:21უფალი გამირისხდა თქვენ გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავალ იორდანეს გაღმა, ვერ შევალ მადლიან ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
- რიცხვთა 20:12უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
- მეორე სთვლისაება 34:4უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.
- რიცხვთა 27:13დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.
- რიცხვთა 27:14რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
- ფსალმუნები 106:32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
- ფსალმუნები 106:33რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
- მეორე სთვლისაება 3:23ასე ვილოცე მაშინ უფლის მიმართ:
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში