
მეორე სთვლისაება 10:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
მეორე სთვლისაება 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 10:3 კონტექსტში
10:1მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
10:2მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში.
10:3მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
10:4მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა.
10:5პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 10:3
- გამოსვლა 34:4გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.
- გამოსვლა 25:5დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები.
- გამოსვლა 37:1გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
- გამოსვლა 37:9ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები.
- გამოსვლა 25:10გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
- მეორე სთვლისაება 10:1მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 10
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში