
გამოსვლა 25:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
გამოსვლა 25:10 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 25:10 კონტექსტში
25:8გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
25:9როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
25:10გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
25:11ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
25:12ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 25:10
- ებრაელთა მიმართ 9:4და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი.
- გამოსვლა 37:1გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
- გამოსვლა 37:3ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.
- მეორე სთვლისაება 10:1მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
- მეორე სთვლისაება 10:3მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
- გამოცხადება 11:19მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
- ნეშტთა შორისა ბ 8:11ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან აიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა, არ უნდა ცხოვრობდესო ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა იგი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 25
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში