
მეორე სთვლისაება 11:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა.
მეორე სთვლისაება 11:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 11:16 კონტექსტში
11:14დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს.
11:15გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის. ჭამე და გაძეხი.
11:16ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა.
11:17თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი.
11:18გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 11:16
- იობი 31:27იდუმალ მოცდუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!
- ებრაელთა მიმართ 3:12იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- ებრაელთა მიმართ 2:1ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.
- მეორე სთვლისაება 29:18ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები.
- იაკობის ეპისტოლე 1:26თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
- მეორე სთვლისაება 30:17თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,
- მეორე სთვლისაება 4:23ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა,
- მეორე სთვლისაება 8:19თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენ წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 11
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში