
მეორე სთვლისაება 30:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,
მეორე სთვლისაება 30:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 30:17 კონტექსტში
30:15აჰა, დღეს გადმოვეცი შენ წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
30:16რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
30:17თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,
30:18დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
30:19ვიმოწმებ დღეს თქვენ წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 30:17
- ებრაელთა მიმართ 3:12იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- იგავესნი 1:32რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:4ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან.
- მეფეთა ა 12:25თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.
- იგავესნი 14:14გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.
- ებრაელთა მიმართ 12:25ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?
- მეორე სთვლისაება 29:18ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები.
- მეორე სთვლისაება 29:28მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 30
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში