
მეორე სთვლისაება 11:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელ მის ქვეყანას,
მეორე სთვლისაება 11:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 11:3 კონტექსტში
11:1სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.
11:2იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენს შვილებს, რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი სიდიადე, მისი მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი,
11:3მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელ მის ქვეყანას,
11:4რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, მის მხედრებს და ეტლიონს, რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები, როცა თქვენ გედევნებოდნენ, და დაღუპული ჰყავს ისინი დღემდე უფალს,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 11:3
- მეორე სთვლისაება 7:19დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
- ფსალმუნები 105:27დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
- ფსალმუნები 105:45რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 78:12მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
- ფსალმუნები 78:13გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
- ფსალმუნები 135:9მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
- იერემია 32:20რომელმაც მოახდინე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელში და ადამის მოდგმაში, და მოიხვეჭე სახელი, როგორიც დღესა გაქვს.
- იერემია 32:21შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 11
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში