
მეორე სთვლისაება 11:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით,
მეორე სთვლისაება 11:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 11:5 კონტექსტში
11:3მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელ მის ქვეყანას,
11:4რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, მის მხედრებს და ეტლიონს, რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები, როცა თქვენ გედევნებოდნენ, და დაღუპული ჰყავს ისინი დღემდე უფალს,
11:5რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით,
11:6რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელ ისრაელში.
11:7რადგან უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადი საქმეები, რაც მოიმოქმედა მან.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 11:5
- ფსალმუნები 105:39გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
- ფსალმუნები 105:41გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
- ფსალმუნები 77:20უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.
- ფსალმუნები 106:12და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
- ფსალმუნები 106:48კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 78:14და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
- ფსალმუნები 78:72და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 11
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში