
მეორე სთვლისაება 16:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ აღიმართო სვეტი, რომელიც სძულს უფალს, შენს ღმერთს.
მეორე სთვლისაება 16:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 16:22 კონტექსტში
16:20სიმართლეს, სიმართლეს მიჰყევი, რომ ცოცხალი დარჩე და დაეპატრონო იმ ქვეყანას, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
16:21არ დარგო აშერასთვის, რა ხეც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს გვერდით, რომელსაც აიშენებ.
16:22არ აღიმართო სვეტი, რომელიც სძულს უფალს, შენს ღმერთს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 16:22
- ლევიანი 26:1არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- გამოსვლა 20:4არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
- მეორე სთვლისაება 12:31ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
- იერემია 44:4ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;
- გამოცხადება 2:15ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.
- გამოცხადება 2:6მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.
- ზაქარია 8:17ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 16
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში