გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ზაქარია 8:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ზაქარია 8:17

ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი.

ზაქარია 8:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 12 მარტი, 2027, ყველიერის პარასკევი (მეექვსე ჟამი).

ზაქარია 8:17 კონტექსტში

8:15კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!

8:16აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან,

8:17ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი.

8:18იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

8:19ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ.

პარალელური ადგილები: ზაქარია 8:17

განაგრძე კითხვა: ზაქარია 8

სრულად წაიკითხე: ზაქარია 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში