
მეორე სთვლისაება 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან.
მეორე სთვლისაება 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 17:7 კონტექსტში
17:5გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი.
17:6ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.
17:7ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან.
17:8თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.
17:9მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო განაჩენს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 17:7
- მეორე სთვლისაება 13:9არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.
- კორინთელთა მიმართ ა 5:13გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.
- მეორე სთვლისაება 17:12თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
- მეორე სთვლისაება 13:5ის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანათ და მონობის სახლიდან დაგიხსნათ, დაჰგმო მან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რაზეც სიარული გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
- მეორე სთვლისაება 24:7თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
- მეორე სთვლისაება 19:19ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
- მოციქულთა საქმენი 7:58ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
- მოციქულთა საქმენი 7:59ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 17
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში