
მეორე სთვლისაება 2:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.
მეორე სთვლისაება 2:31 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 2:31 კონტექსტში
2:29ისევე, როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი, და მოაბელები, ყარის მკვიდრნი, ვიდრე იორდანეს გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
2:30მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.
2:31მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.
2:32გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.
2:33ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 2:31
- მეორე სთვლისაება 1:8აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას.
- მეორე სთვლისაება 2:24ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 2
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში