
მეორე სთვლისაება 2:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.
მეორე სთვლისაება 2:32 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 2:32 კონტექსტში
2:30მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.
2:31მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.
2:32გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.
2:33ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი.
2:34მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 2:32
- რიცხვთა 21:23არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.
- რიცხვთა 21:30დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
- ფსალმუნები 136:19სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
- ფსალმუნები 135:11სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
- ნეემია 9:22მიეცი მათ სამეფოები და ხალხები და დაუნაწილე მათ. ისინი დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას, ბაშანის მეფისეულ ყოგის ქვეყანას.
- ფსალმუნები 120:7მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
- მსაჯულნი 11:20მაგრამ სიხონი არ დათანხმდა, გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს.
- მსაჯულნი 11:23ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას?
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 2
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში