
მეორე სთვლისაება 20:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.
მეორე სთვლისაება 20:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 20:8 კონტექსტში
20:6ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი.
20:7ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს.
20:8კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.
20:9როცა რჯულისკაცები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს. სარდლები დაუყენე ხალხს მეთაურად.
20:10ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 20:8
- მსაჯულნი 7:3ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა.
- გამოცხადება 21:8მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.
- მეორე სთვლისაება 1:28სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნიც დავინახეთო იქ.
- მოციქულთა საქმენი 15:37ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.
- მოციქულთა საქმენი 15:38პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.
- მეორე სთვლისაება 23:9როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს.
- ლუკას სახარება 9:62მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
- გამოცხადება 3:16მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 20
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში