
მეორე სთვლისაება 20:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.
მეორე სთვლისაება 20:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 20:10 კონტექსტში
20:8კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.
20:9როცა რჯულისკაცები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს. სარდლები დაუყენე ხალხს მეთაურად.
20:10ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.
20:11თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 20:10
- კორინთელთა მიმართ ბ 5:18ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:1ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.
- ლუკას სახარება 10:5რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
- ლუკას სახარება 10:6თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.
- ეფესელთა მიმართ 2:17მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
- ესაია 57:19და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას.
- მოციქულთა საქმენი 10:36მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი.
- მეფეთა ბ 20:18უთხრა დედაკაცმა: ასე იტყოდნენ ძველად, აბელში იკითხონ და ისე გადაწყვიტონ საქმეო.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 20
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში