
მეორე სთვლისაება 21:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.
მეორე სთვლისაება 21:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 21:13 კონტექსტში
21:11და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,
21:12მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,
21:13გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.
21:14თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.
21:15თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება - ერთი საყვარელი და მეორე საძულველი, შესძენენ მას ვაჟებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველისა იქნება,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 21:13
- ლუკას სახარება 14:26თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
- ლუკას სახარება 14:27ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
- ფსალმუნები 45:10მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
- ფსალმუნები 45:11და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 21
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში