
მეორე სთვლისაება 21:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,
მეორე სთვლისაება 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 21:12 კონტექსტში
21:10როცა შენს მტრებთან საომრად გახვალ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, წამოასხამ ტყვეებს,
21:11და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,
21:12მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,
21:13გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.
21:14თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 21:12
- ლევიანი 14:9მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.
- რიცხვთა 6:9თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.
- ეფესელთა მიმართ 4:22განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
- კორინთელთა მიმართ ა 11:6ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 21
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში