
მეორე სთვლისაება 21:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვილებისთვის თავისი საბადებლის განაწილებისას არა აქვს მას უფლება, პირმშოება მიანიჭოს საყვარელი ცოლის ვაჟს საძულველი ცოლის ვაჟის, პირმშოს, საზიანოდ.
მეორე სთვლისაება 21:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 21:16 კონტექსტში
21:14თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.
21:15თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება - ერთი საყვარელი და მეორე საძულველი, შესძენენ მას ვაჟებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველისა იქნება,
21:16შვილებისთვის თავისი საბადებლის განაწილებისას არა აქვს მას უფლება, პირმშოება მიანიჭოს საყვარელი ცოლის ვაჟს საძულველი ცოლის ვაჟის, პირმშოს, საზიანოდ.
21:17რადგან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა აღიაროს და მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც კი აბადია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
21:18თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 21:16
- ნეშტთა შორისა ა 26:10ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);
- ნეშტთა შორისა ა 5:2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).
- ნეშტთა შორისა ბ 21:3მათმა მამამ დიდძალი საჩუქარი მისცა მათ - ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას ციხე-ქალაქებთან ერთად. სამეფო კი იორამს უბოძა, რადგან იგი პირმშო იყო.
- ებრაელთა მიმართ 12:16რათა არ იყოს თქვენ შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.
- ებრაელთა მიმართ 12:17რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
- ფილიპელთა მიმართ 4:8და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
- რომაელთა მიმართ 8:29რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
- ნეშტთა შორისა ბ 11:19უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 21
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში