
მეორე სთვლისაება 21:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოდგენ ლევიანი მღვდლები (რადგან ისინი აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით, მათი პირით წყდება ყოველი დავა და ზარალის საქმე)
მეორე სთვლისაება 21:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 21:5 კონტექსტში
21:3რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიღონ მისმა უხუცესებმა უშობელი, რომელიც არ უმუშავებიათ, რომელსაც არ უტარებია უღელი,
21:4და ჩაიყვანონ ამ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ ხბოს აქ, ამ ხევში.
21:5მოდგენ ლევიანი მღვდლები (რადგან ისინი აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით, მათი პირით წყდება ყოველი დავა და ზარალის საქმე)
21:6და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის მთელი უხუცესობა, ხელი დაიბანონ ხევში კისერგადამტვრეულ ხბოზე,
21:7გამოაცხადონ: ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლდა არც ჩვენს თვალებს დაუნახავს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 21:5
- ნეშტთა შორისა ა 23:13ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ.
- მეორე სთვლისაება 10:8იმჟამად გამოაცალკევა უფალმა ლევიანთა შტო, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი, მდგარიყვნენ უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდეა.
- მალაქია 2:7რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
- მეორე სთვლისაება 18:5რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.
- რიცხვთა 6:22ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
- რიცხვთა 6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
- მეორე სთვლისაება 19:17წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან,
- მეორე სთვლისაება 17:8თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 21
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში