
მეორე სთვლისაება 22:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,
მეორე სთვლისაება 22:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 22:14 კონტექსტში
22:12ფოჩები გაუკეთე ოთხივე კუთხეზე შენს საბანს, რომელსაც იხურავ.
22:13თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას,
22:14ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,
22:15ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.
22:16უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 22:14
- იგავესნი 18:8ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
- მეორე სთვლისაება 22:19ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.
- გამოსვლა 20:16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
- გამოსვლა 23:1ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
- იგავესნი 18:21სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:14ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 22
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში