
მეორე სთვლისაება 23:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
მეორე სთვლისაება 23:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 23:25 კონტექსტში
23:23შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.
23:24როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე შეჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩაიწყო.
23:25როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 23:25
- მარკოზის სახარება 2:23მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
- მათეს სახარება 12:1ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
- მათეს სახარება 12:2ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.
- ლუკას სახარება 6:1ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
- ლუკას სახარება 6:2ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 23
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში