
მარკოზის სახარება 2:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
მარკოზის სახარება 2:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი შაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 2:23 კონტექსტში
2:21არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა.
2:22არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.
2:23მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
2:24ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?
2:25ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 2:23
- მათეს სახარება 12:1ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
- მათეს სახარება 12:8რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
- მეორე სთვლისაება 23:24როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე შეჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩაიწყო.
- მეორე სთვლისაება 23:25როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
- ლუკას სახარება 6:1ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
- ლუკას სახარება 6:5და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 2
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში