
მეორე სთვლისაება 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენ წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
მეორე სთვლისაება 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 23:4 კონტექსტში
23:2ვერ შევა ბუში უფლის საკრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.
23:3ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.
23:4ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენ წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
23:5არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.
23:6ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 23:4
- ნეემია 13:2ეს იმის გამო, რომ ისინი ისრაელიანებს პურითა და წყლით კი არ შეეგებნენ, არამედ მის წინააღმდეგ მოისყიდეს ბალაამი, რომ შეეჩვენებინა ისინი. ჩვენმა ღმერთმა კი ეს შეჩვენება კურთხევად მოაქცია.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:15წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.
- მეორე სთვლისაება 2:28საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ, წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი;
- მეორე სთვლისაება 2:29ისევე, როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი, და მოაბელები, ყარის მკვიდრნი, ვიდრე იორდანეს გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
- რიცხვთა 22:5გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა.
- რიცხვთა 22:7წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხეცესები, და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან. უთხრეს მას ბალაკის დანაბარები.
- მეფეთა ა 25:11უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები.
- რიცხვთა 22:17რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 23
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში