
მეორე სთვლისაება 23:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.
მეორე სთვლისაება 23:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 23:6 კონტექსტში
23:4ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენ წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
23:5არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.
23:6ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.
23:7ნუ შეგძაგდება ედომელი, რადგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში.
23:8შვილები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის საკრებულოში.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 23:6
- ეზრა 9:12ამიტომ თქვენი ასულები არ გაატანოთო მათ ვაჟებს და თქვენი ვაჟებისთვისაც არ მოიყვანოთო მათი ასულები. ნუ ეძებთო მათთვის მშვიდობას და სიკეთეს, რომ მტკიცედ იყოთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამრადისოდ დაუმკვიდროთო იგი თქვენს შთამომავლობას.
- მეფეთა ბ 12:31გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
- ნეემია 13:23იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;
- ნეემია 13:25დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.
- მეფეთა ბ 8:2დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 23
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში