
მეორე სთვლისაება 26:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირი არ მიმიკარებია მისთვის გაჭირვების დროს, არც გაუწმიდურებულისგან გამომირჩევია და არც მკვდრის საჭიროებისათვის მიმიცია. უფლის, ჩემი ღმერთის ხმას ვემორჩილებოდი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის.
მეორე სთვლისაება 26:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 26:14 კონტექსტში
26:12როცა მესამე წელს, მეათედის წილს გადასდებ მთელი შენი შემოსავლის მეათედს და მისცემ ლევიანს, მდგმურსა და ქვრივ-ობლებს, რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღენ,
26:13თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოვაცილე სახლს წმიდა წილი და მივეცი კიდეც ლევიანს, მდგმურს და ქვრივ-ობლებს შენი ანდერძის თანახმად, როგორც დამარიგე. არ გადავსულვარ შენს მცნებას და არც დამვიეყნია.
26:14პირი არ მიმიკარებია მისთვის გაჭირვების დროს, არც გაუწმიდურებულისგან გამომირჩევია და არც მკვდრის საჭიროებისათვის მიმიცია. უფლის, ჩემი ღმერთის ხმას ვემორჩილებოდი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის.
26:15გადმოიხედე შენი სიწმიდის სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი და მიწა, რომელიც ჩვენთვის მოგიცია ჩვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის თანახმად, ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი.
26:16ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 26:14
- ლევიანი 7:20თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- ლევიანი 21:11არცერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს.
- ოსეა 9:4არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.
- ლევიანი 21:1უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
- ფსალმუნები 106:28დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
- ეზექიელი 24:17იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.
- მეორე სთვლისაება 16:11გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის წინაშე შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, მდგმურმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
- მალაქია 2:13აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 26
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში