
ლევიანი 7:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
ლევიანი 7:20 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 7:20 კონტექსტში
7:18თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს.
7:19ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს.
7:20თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
7:21თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 7:20
- ლევიანი 15:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო.
- ლევიანი 15:33წიდოვანისა და გამონადენიანისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება.
- შესაქმე 17:14წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.
- კორინთელთა მიმართ ა 11:28მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.
- ლევიანი 22:3უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
- ლევიანი 22:7ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 7
სრულად წაიკითხე: ლევიანი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში