
მეორე სთვლისაება 26:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევღაღადეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, დაინახა უფალმა ჩვენი ჩაგვრა და ჩვენი ტანჯვა-წამება.
მეორე სთვლისაება 26:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 26:7 კონტექსტში
26:5ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი.
26:6ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ.
26:7შევღაღადეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, დაინახა უფალმა ჩვენი ჩაგვრა და ჩვენი ტანჯვა-წამება.
26:8და გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან მაგარი ხელით და შემართული მკლავით, დიდი ზარით, სასწაულებითა და ნიშებით.
26:9მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი ქვეყანა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 26:7
- გამოსვლა 2:23გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
- გამოსვლა 3:4დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
- გამოსვლა 3:9აჰა, მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.
- ეფესელთა მიმართ 3:20ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -
- ეფესელთა მიმართ 3:21დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- ფსალმუნები 103:1დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
- ფსალმუნები 103:2ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 26
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში