
მეორე სთვლისაება 27:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
მეორე სთვლისაება 27:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 27:17 კონტექსტში
27:15წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
27:16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:17წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:18წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:19წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 27:17
- მეორე სთვლისაება 19:14ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრილში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
- იგავესნი 22:28შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი.
- იგავესნი 23:10ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
- იგავესნი 23:11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენ წინააღმდეგ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 27
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში