
მეორე სთვლისაება 27:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
მეორე სთვლისაება 27:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 27:16 კონტექსტში
27:14გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით:
27:15წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
27:16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:17წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:18წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 27:16
- ლევიანი 19:3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- გამოსვლა 21:17ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
- მეორე სთვლისაება 21:18თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი,
- მეორე სთვლისაება 21:21ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.
- გამოსვლა 20:12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
- ლევიანი 20:9ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
- ეზექიელი 22:7მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენ შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.
- იგავესნი 30:11არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 27
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში