
მეორე სთვლისაება 27:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
მეორე სთვლისაება 27:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 27:25 კონტექსტში
27:23წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:24წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:25წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
27:26წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 27:25
- გამოსვლა 23:7ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.
- გამოსვლა 23:8ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
- მეორე სთვლისაება 10:17რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
- ფსალმუნები 15:5ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.
- მეორე სთვლისაება 16:19სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
- მიქა 3:10სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.
- მიქა 3:11მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენ შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.
- იგავესნი 1:11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 27
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში