
მეორე სთვლისაება 28:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
მეორე სთვლისაება 28:48 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:48 კონტექსტში
28:46იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშად და სასწაულად უკუნისამდე.
28:47იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი.
28:48დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
28:49დაძრავს უფალი ხალხს შენ წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
28:50მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:48
- იერემია 28:13წადი და უთხარი ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი, ხომ დალეწე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გაიკეთე მის ნაცვლად.
- იერემია 28:14რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ამ ხალხებს, რათა დაემორჩილონ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და დაემორჩილებიან კიდეც; ველის მხეცებსაც მას ჩავაბარებ.
- ეზექიელი 17:12უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
- ეზექიელი 4:16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
- ეზექიელი 4:17რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო.
- ნეემია 9:35არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენ მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.
- ნეემია 9:37მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისაა, რომელნიც ჩვენ დაგვიყენე ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ სხეულებსაც ეპატრონებიან ისინი თავიანთ ნებაზე, და ჩვენს საქონელსაც, დიდ გასაჭირში ვიმყოფებით.
- იერემია 44:27აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში