
მეორე სთვლისაება 28:49 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაძრავს უფალი ხალხს შენ წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
მეორე სთვლისაება 28:49 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:49 კონტექსტში
28:47იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი.
28:48დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
28:49დაძრავს უფალი ხალხს შენ წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
28:50მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს.
28:51დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიგოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:49
- გლოვა იერემიასი 4:19ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.
- იერემია 48:40რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე.
- იერემია 49:22აჰა, აიწევა როგორც არწივი, გაფრინდება და ფრთებს გადმოშლის ბოცრაზე. ედომელ ვაჟკაცთა გული მშობიარე დიაცთა გულივით გახდება იმ დღეს.
- ეზექიელი 17:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
- ოსეა 8:1პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.
- ეზექიელი 17:12უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
- ესაია 5:26შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.
- ესაია 5:30დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში