
მეორე სთვლისაება 28:62 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მცირედნიღა დარჩებით, ნაცვლად იმისა, რომ ცის ვარსკვლავებივით უთვალავნი ყოფილიყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
მეორე სთვლისაება 28:62 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:62 კონტექსტში
28:60შენზე მოაბრუნებს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და მოგეწებებიან.
28:61ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.
28:62მცირედნიღა დარჩებით, ნაცვლად იმისა, რომ ცის ვარსკვლავებივით უთვალავნი ყოფილიყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
28:63როგორც ხარობდა უფალი თქვენ გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით.
28:64გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:62
- მეორე სთვლისაება 4:27გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი.
- ნეემია 9:23ცის ვარსკვლავებივით გაუმრავლე ვაჟები და შეიყვანე იმ ქვეყანაში, რომელზეც მათ მამა-პაპას უთხარი, რომ მის დასამკვიდრებლად მივიდოდნენ.
- მეორე სთვლისაება 10:22სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს. თავი მეთერთმეტე
- ესაია 24:6ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.
- მარკოზის სახარება 13:20და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.
- რომაელთა მიმართ 9:27ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება.
- რომაელთა მიმართ 9:29და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“.
- ნეემია 7:4ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში