
მეორე სთვლისაება 28:63 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც ხარობდა უფალი თქვენ გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით.
მეორე სთვლისაება 28:63 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 28:63 კონტექსტში
28:61ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.
28:62მცირედნიღა დარჩებით, ნაცვლად იმისა, რომ ცის ვარსკვლავებივით უთვალავნი ყოფილიყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
28:63როგორც ხარობდა უფალი თქვენ გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით.
28:64გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას.
28:65ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 28:63
- იგავესნი 1:26და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
- იერემია 32:41გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით.
- სოფონია 3:17უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენ გამო.
- ესაია 1:24ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე!
- მეორე სთვლისაება 30:9გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ - შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენ გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა.
- ეზექიელი 5:13ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.
- იერემია 42:10თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.
- ლუკას სახარება 15:23მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 28
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში