
მეორე სთვლისაება 29:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ.
მეორე სთვლისაება 29:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 29:16 კონტექსტში
29:14არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმას და ამ ფიცს,
29:15არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან.
29:16რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ.
29:17გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ.
29:18ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 29:16
- მეორე სთვლისაება 2:4ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით.
- მეორე სთვლისაება 2:19და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.
- მეორე სთვლისაება 2:24ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.
- მეორე სთვლისაება 3:1გავბრუნდით და გავყევით ბაშანის გზას. გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.
- მეორე სთვლისაება 3:2მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელ მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა.
- მეორე სთვლისაება 2:9მითხრა უფალმა: ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 29
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში