
მეორე სთვლისაება 29:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები.
მეორე სთვლისაება 29:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 29:5 კონტექსტში
29:3დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.
29:4მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.
29:5ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები.
29:6პური არ გიჭამიათ, ღვინო და სასმელი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
29:7მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 29:5
- მეორე სთვლისაება 8:4აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია.
- ნეემია 9:21ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.
- მეორე სთვლისაება 8:2გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.
- მეორე სთვლისაება 1:3მეორმოცე წელს, მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
- მათეს სახარება 10:10ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.
- მათეს სახარება 6:31ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?
- მათეს სახარება 6:32ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
- იესო ნავეს ძე 9:13ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 29
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში