გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 9:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 9:21

ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.

ნეემია 9:21 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 9:21 კონტექსტში

9:19მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლის სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ.

9:20შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად.

9:21ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.

9:22მიეცი მათ სამეფოები და ხალხები და დაუნაწილე მათ. ისინი დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას, ბაშანის მეფისეულ ყოგის ქვეყანას.

9:23ცის ვარსკვლავებივით გაუმრავლე ვაჟები და შეიყვანე იმ ქვეყანაში, რომელზეც მათ მამა-პაპას უთხარი, რომ მის დასამკვიდრებლად მივიდოდნენ.

პარალელური ადგილები: ნეემია 9:21

განაგრძე კითხვა: ნეემია 9

სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში