
მეორე სთვლისაება 3:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი.
მეორე სთვლისაება 3:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 3:6 კონტექსტში
3:4მაშინ ავიღეთ ყველა მისი ქალაქი. არ შეგვხვედრია ქალაქი, რომ არ წაგვერთმია მათთვის - სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო ბაშანში,
3:5ყველა ეს ქალაქი, მაღალი გალავნით მოზღუდული, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
3:6გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი.
3:7მთელი საქონელი და ნადავლი წამოვასხით ქალაქებიდან.
3:8წავართვით მაშინ ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს იორდანეს გაღმა - არნკანის ხევიდან ხერმონის მთამდე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 3:6
- მეორე სთვლისაება 2:34მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი.
- ფსალმუნები 135:10რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
- ფსალმუნები 135:12და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
- მეორე სთვლისაება 2:24ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.
- მეორე სთვლისაება 20:16ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
- მეორე სთვლისაება 20:18რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.
- ფსალმუნები 136:19სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
- ფსალმუნები 136:21და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 3
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში