
მეორე სთვლისაება 29:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
მეორე სთვლისაება 29:28 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 29:28 კონტექსტში
29:26წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანისცეს მათ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
29:27აღიგზნო უფლის რისხვა ამ ქვეყნის მიმართ, რომ მოეწია მასზე მთელი წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი.
29:28მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
29:29დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 29:28
- ნეშტთა შორისა ბ 7:20ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
- ფსალმუნები 52:5ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
- იგავესნი 2:22ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.
- იერემია 42:10თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.
- დანიელი 9:7უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელ ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს.
- მეორე სთვლისაება 28:36წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაისვამ იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობ შენ და არც შენი მამა-პაპა იცნობდა, და დაუწყებენ იქ მსახურებას უცხო ღმერთებს - ხესა და ქვას.
- ეზრა 9:7ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.
- მეორე სთვლისაება 28:25დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 29
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში