
მეორე სთვლისაება 31:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემიკრიბეთ თქვენი შტოების უხუცესები და რჯულისკაცები და მათ გასაგონად გამოვაცხადებ ამ სიტყვებს, მოწმედ მოვიყვან მათთვის ცასა და მიწას.
მეორე სთვლისაება 31:28 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 31:28 კონტექსტში
31:26აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.
31:27რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?
31:28შემიკრიბეთ თქვენი შტოების უხუცესები და რჯულისკაცები და მათ გასაგონად გამოვაცხადებ ამ სიტყვებს, მოწმედ მოვიყვან მათთვის ცასა და მიწას.
31:29რადგან ვიცი, რომ გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე დაგიწესეთ; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო ხანებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში, გააბრაზებთ მას თქვენი ნამოქმედარით.
31:30წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი საკრებულოს გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები თავიდან ბოლომდე:
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 31:28
- მეორე სთვლისაება 32:1გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!
- მეორე სთვლისაება 4:26ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენ წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. დიდხანს ვერ დაჰყოფთ იქ, უეჭველად განადგურდებით.
- მეორე სთვლისაება 30:19ვიმოწმებ დღეს თქვენ წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,
- ლუკას სახარება 19:40ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
- ესაია 1:2ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.
- მეორე სთვლისაება 31:12შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
- რიცხვთა 11:16უთხრა უფალმა მოსეს: შემოკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და რჯულისკაცებად იცნობ. მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ.
- რიცხვთა 11:17ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 31
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში