
მეორე სთვლისაება 31:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?
მეორე სთვლისაება 31:27 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 31:27 კონტექსტში
31:25ასე უბრძანა მოსემ ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ:
31:26აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.
31:27რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?
31:28შემიკრიბეთ თქვენი შტოების უხუცესები და რჯულისკაცები და მათ გასაგონად გამოვაცხადებ ამ სიტყვებს, მოწმედ მოვიყვან მათთვის ცასა და მიწას.
31:29რადგან ვიცი, რომ გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე დაგიწესეთ; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო ხანებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში, გააბრაზებთ მას თქვენი ნამოქმედარით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 31:27
- მეორე სთვლისაება 9:24იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.
- მეორე სთვლისაება 32:20თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
- გამოსვლა 32:8მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
- გამოსვლა 32:9უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.
- ნეშტთა შორისა ბ 30:8ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად. ხელი გაიწოდეთ უფლის მიმართ, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განათლული აქვს სამარადისოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.
- ფსალმუნები 78:8და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
- მეორე სთვლისაება 9:6იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
- მეორე სთვლისაება 9:7გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 31
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში