გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეორე სთვლისაება 31:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეორე სთვლისაება 31:9

დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, საუფლო აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის მთელ უხუცესობას.

მეორე სთვლისაება 31:9 · საქართველოს საპატრიარქო

მეორე სთვლისაება 31:9 კონტექსტში

31:7დაიბარა მოსემ იესო და უთხრა მთელი ისრაელის თვალწინ: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას, შენ უნდა დაუნაწილო მათ სამკვიდროები.

31:8თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.

31:9დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, საუფლო აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის მთელ უხუცესობას.

31:10ასე უბრძანა მათ მოსემ: მეშვიდე წლის ბოლოს, პატიების დანიშნულ წელს, კარვობის დღესასწაულზე,

31:11როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.

პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 31:9

განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 31

სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში