
ოსეა 4:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს.
ოსეა 4:6 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 4:6 კონტექსტში
4:4არავინ იდავოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება.
4:5წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.
4:6მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს.
4:7რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემ წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი.
4:8ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული.
პარალელური ადგილები: ოსეა 4:6
- ესაია 5:13ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს.
- იგავესნი 19:2არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს.
- ოსეა 6:6რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:3ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
- ოსეა 4:1ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან რ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.
- მათეს სახარება 15:8ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.
- იგავესნი 1:30არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
განაგრძე კითხვა: ოსეა 4
სრულად წაიკითხე: ოსეა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში