
მეორე სთვლისაება 33:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
მეორე სთვლისაება 33:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 33:4 კონტექსტში
33:2თქვა: უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა.
33:3უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები.
33:4რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
33:5გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 33:4
- ფსალმუნები 119:111დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
- იოანე 7:19განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?
- იოანე 1:17რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
- ფსალმუნები 119:72უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
- მეორე სთვლისაება 9:26ვილოცე უფლის მიმართ და ვუთხარი: უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ერს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი ძლევამოსილებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან მაგარი ხელით.
- მეორე სთვლისაება 9:29შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 33
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში