
მეორე სთვლისაება 33:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
მეორე სთვლისაება 33:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 33:8 კონტექსტში
33:6იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი.
33:7ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.
33:8ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
33:9რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ.
33:10ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 33:8
- გამოსვლა 17:7უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენ შორის უფალი?
- გამოსვლა 28:30მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე.
- რიცხვთა 20:13ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
- ფსალმუნები 106:16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
- ლევიანი 8:8გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა.
- ნეშტთა შორისა ბ 23:6არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს.
- ნეემია 7:65განმგებელმა ისინი გააფრთხილა, რომ წმიდათა წმიდადან არ ეჭამათ, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.
- ებრაელთა მიმართ 7:26სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 33
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში