
ფსალმუნი 106:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
ფსალმუნი 106:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:16 კონტექსტში
106:14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
106:15და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
106:16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
106:17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:16
- რიცხვთა 16:1ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები,
- რიცხვთა 16:50დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა.
- ლევიანი 21:10მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
- ლევიანი 21:12საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი.
- ლევიანი 21:6წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ.
- ლევიანი 21:8წმიდად გყავდეს იგი, რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. წმიდა იყოს იგი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი წმიდამყოფელი.
- გამოსვლა 28:36გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში