
მეორე სთვლისაება 4:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება,
მეორე სთვლისაება 4:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 4:16 კონტექსტში
4:14მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
4:15ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
4:16რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება,
4:17რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს,
4:18მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 4:16
- მოციქულთა საქმენი 17:29ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
- რომაელთა მიმართ 1:22ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
- რომაელთა მიმართ 1:24ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;
- მეორე სთვლისაება 4:23ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა,
- გამოსვლა 20:4არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
- გამოსვლა 20:5არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
- მეორე სთვლისაება 5:8ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისას, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვევით.
- გამოსვლა 32:7უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 4
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში