
მეორე სთვლისაება 5:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისას, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვევით.
მეორე სთვლისაება 5:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:8 კონტექსტში
5:6მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
5:7ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემ წინაშე.
5:8ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისას, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვევით.
5:9ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შურისმაძიებელი ღმერთი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემი მტრებისგან,
5:10წყალობისმყოფელი ათასი თაობის იქით ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი ანდერძის შემსრულებელთათვის.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:8
- გამოსვლა 20:4არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
- მეორე სთვლისაება 4:15ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
- მეორე სთვლისაება 4:19რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში