
მეორე სთვლისაება 4:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის.
მეორე სთვლისაება 4:43 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 4:43 კონტექსტში
4:41მაშინ გამოჰყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.
4:42რომ შეეძლოს იქ გაქცევა მკვლელს, რომელსაც შემოაკვდება თავისი ახლობელი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან და გადარჩეს:
4:43ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის.
4:44ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელიანებს.
4:45ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 4:43
- იესო ნავეს ძე 20:8იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან.
- იესო ნავეს ძე 21:27გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებითურთ და ბეეშთერა თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.
- იესო ნავეს ძე 21:38გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ,
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 4
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში