
იესო ნავეს ძე 21:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ,
იესო ნავეს ძე 21:38 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 21:38 კონტექსტში
21:36და რეუბენის შტოდან ბეცერი და მისი საძოვრები, იაჰცა და მისი საძოვრები
21:37კედემოთი და მისი საძოვრები, მეფაყათი და მისი საძოვრები - სულ ოთხი ქალაქი
21:38გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ,
21:39ხეშბონი თავისი სანახებითურთ და იაყზერი თავისი სანახებითურთ - სულ ოთხი ქალაქი.
21:40მერარის შთამომავლობას საგვარეულოების მიხედვით, ლევიანთა დანარჩენ საგვარეულოებებს, წალისყრით შეხვდათ სულ თორმეტი ქალაქი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 21:38
- შესაქმე 32:2თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი).
- მეორე სთვლისაება 4:43ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის.
- იესო ნავეს ძე 20:8იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან.
- მეფეთა ბ 17:24ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მთელი ისრაელის ხალხი.
- მეფეთა ბ 19:32ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 21
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში